ერევანი სთავაზობს თბილისს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში გზა გახსნას

სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში გზა გახსნას. ამის შესახებ გამოცემა „ვესტნიკ კავკაზას“ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ივლისში ყაზბეგის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რუსეთთან დამაკავშირებელი გზა კვლავ ჩაიკეტა და სომხეთი ამის გამო კოლაფსში აღმოჩნდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ქართველ და რუს კოლეგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, „ამ საკითხში სომხეთზე ცოტა რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ქართულ და რუსულ მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რომ ეს მიმართულება დროებით მაინც გაიხსნას“. მინისტრი ვარაუდობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნის ალბათობა 50 -50-ზე შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები