ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3200 ლარი იქნება
1 ივლისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3200 ლარი იქნება – ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის ახალი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. 30 ივნისს ოფიციალური კურსი 2.3423 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5861 ლარად იქნება შესაძლებელი.