დავით სერგეენკო: 1 ივლისიდან პენსიების ზრდის პროცესი დაიწყება

1 ივლისიდან პენსიების ზრდის პროცესი დაიწყება და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს,- ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, 1 ივლისიდან პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, გაეზრდებათ, მათ შორის – ბავშვებს. მათი პენსია, ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, გახდება 180 ლარი. სულ ცვლილებები შეეხება 35000-მდე ადამიანს.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ასევე, 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის – პენსია გაიზრდება 20 ლარით, ანუ გახდება 180 ლარი.
„რაც შეეხება პენსიის ზრდის თვალსაზრისით სრულ სურათს, ოთხი წლის განმავლობაში, თუკი 2012 წლისთვის ეს იყო 1,45 მილიარდი ლარი, წელს თანხა შეადგენს 1,570 მილიარს, ანუ გაიზარდა ნახევარ მილიარდზე მეტი ლარით, პროცენტულად ეს არის 65%-იანი ზრდა. ასევე მნიშნველოვანია პენსიონერების საერთო რაოდენობის ზრდა, როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში – 2012 წელს იყო 680 000 ასაკით პენსიონერი, წელს რეგისტრირებულია 713 000 ასაკით პენსიონერი, ანუ 33 000-ით მეტი”,-განაცხადა მინისტრმა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, 1 სექტემბრიდან მთის კანონთან დაკავშირებით კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ 20 პროცენტით გაეზრდებათ და, ჯამში, პენსია უკვე 216 ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები