გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებით და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეთაურმა კაპიტან ბიძინა კამლაძეს, უფროს ლეიტენანტ დავით ლალიშვილს, სერჟანტ გოჩა ციცქიშვილს, უმცროს სერჟანტ გიორგი ფირუაშვილსა და კაპრალ-სპეციალისტ დავით ხუფენიას, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონია, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.

საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები