თელავის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი წარმატებით განეიტრალდა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 ივნისის დილის საათებში კახეთის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე დაფიქსირდა 300 კმ2 ფართობის მქონე III კატეგორიის სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი. ნალექის მასის თელავის რაიონში შემოსვლის დროს სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, სავარაუდო სეტყვის მარცვლების ზომა 25 მმ იყო.
„დელტას“ ინფორმაციით, 6:51 საათიდან 8:15 საათამდე ღრუბელი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. დამუშავება ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით განხორციელდა, ზემოქმედების შედაგად ნალექის მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები