„თავისუფალი დემოკრატები“ გეგმავენ, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული ჯარისკაცების გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ

„თავისუფალი დემოკრატები“ გეგმავენ, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული ჯარისკაცების გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ, – განცხადება ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
„ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელიც გვინდა, რომ პრეზიდენტს წარვუდგინოთ მოთხოვნით, რომ ჯარისკაცები შეწყალებულნი იქნენ. ვთვლით, რომ ქვეყნის სამსახური არ უნდა ისჯებოდეს.
გვგონია, რომ მურუსიძის სასამართლოს პირობებში რაიმე სახის შედეგის მიღწევა, სამართლიანობის მიღწევის თვალსაზრისით, აბსურდულია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას არ ვანებებთ, არ მივატოვებთ ჩვენს ჯარისკაცებს და ბოლომდე მხარს დავუჭერთ მათ.
ჩვენ ვაპირებთ, შევაგროვებთ ეს ხელმოწერები და შემდეგ მივმართოთ პრეზიდენტს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები