გასულ წელთან შედარებით, ატმის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 28 ივნისამდე, ექსპორტირებული ატმის მოცულობამ 942 ტონა შეადგინა, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 52 ტონას შეადგენდა.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. წელს კახეთის რეგიონში, ოპერატიული ინფორმაციით, ატმის 30 000 ტონაზე მეტი მოსავალი იქნება.
გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით.
აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთი ფედარაციაში (61%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (25%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 5 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული.
კახეთის რეგიონში ატამს შპს „ქართული ხილის კომპანიაშია“ იბარებს. აღნიშნულ სამაცივრე-სასაწყობე კომპანიას დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს.