სკოლაში სწავლის დაწყების ასაკი 5 -ის ნაცვლად 6 წელი იქნება

განათლების დაწყებით საფეხურზე, სწავლის დაწყების ასაკის შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონში აისახება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 5 წლის ნაცვლად, 6 წელი იქნება.
კანონპროექტი გარდამავალი პერიოდისთვის ითვალისწინებს დათქმას იმის თაობაზე, რომ 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება ექნებათ იმ პირებსაც, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები