თამარ კორძაია GFK-ს კვლევებზე – იმ პარტიებმა, რომლებსაც არ გვაქვს ისეთი მონაცემები, როგორიც გვინდა, მეტი უნდა ვიმუშავოთ
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს ეხმაურება, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ასახავს.
მისი მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უფრო მეტი უნდა იმუშავოს.
„მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ამ კვლევაში ჩანს მრავალი პოლიტიკური პარტია. არის ნიშანი იმისა, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც არ გვაქვს ისეთ მონაცემები, როგორიც გვინდა, ჩვენი რეიტინგის ასაწევად მეტი უნდა ვიმუშავოთ“,- განაცხადა კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.