თამარ კორძაია – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა ამ წუთას ცალსახად აუცილებელია
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების თანამდებობებზე დარჩენა შესაძლოა, არაორდინალურ ვითარებასაც ქმნიდეს, თუმცა, მისივე განმარტებით, „თავდაცვის მინისტრის“ პოსტზე დარჩენა ამ ეტაპზე ცალსახად მნიშვნელოვანია.
„მესმის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან არაორდინალურ ვითარებაში ვართ. არ ყოფილა საქართველოში მსგავსი პრეცედენტი, რომ პარტიას, რომელიც გადის ცალკე არჩევნებზე, ჰყავდეს მოქმედი მინისტრები, თუმცა ეს აპრობირებული პრაქტიკაა ევროპაში და ჩვენ ისევ და ისევ ვამბობთ, რომ მინისტრები მანამ იქნებიან, სანამ მთავრობაში ამის აუცილებლობაა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის აუცილებლობა ამ წუთას ცალსახად აუცილებელია. შესაბამისად, ველოდებით გარკვეული მოვლენების დასრულებას პოზიტიურად, რადგანაც პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხებს. დანარჩენი კი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხდება“, – განაცხადა კორძაიამ.