„ნაციონალები“ ქაოსის შესაქმნელად ბევრ ჩემნაირს მოიპარავენო“ – ადვოკატი “კანონიერი ქურდის” განცხადებას ასაჯაროვებს

“გერლიანმა თქვა, “ნაცმოძრაობა“ ქაოსის შესაქმნელად ბევ ჩემნაირს მოიპარავსო“, – ამის შესახებ ე.წ. კანონიერი ქურდობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის დაკავებული დავით გერლიანის ადვოკატი, თამარ აბესაძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
გერლიანის უკრაინიდან საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ გაავრცელა.
„მოგეხსენებათ, უკრაინის ქალაქების მმართველი სტრუქტურები სამართავად ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს აქვთ ჩაბარებული და მათ კარგად უწყიან ყველას წარსული. სანამ ჩაჩიბაია ჩამოფრინდებოდა, გივი თარგამაძეს გადმოუგზავნეს ვიდეორგოლი, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მიჰყავთ პოლიციელებს ჩაჩიბაია ოდესის აეროპორტში. ჩაჩიბაის თქმით, „ნაციონალებს“ აქვთ გეგმა, მასავით უკანონოდ მოიტაცონ “ქურდული სამყაროს“ წევრები, ჩასვან თვითმფრინავში და გამოგზავნონ. აქ დახვდებათ დაინტერესებული პარტია, ვისთვისაც ამ ფაქტის შესახებ წინასწარ იქნება ცნობილი. ყველაფერ ამას მიზნად უდევს საბოტაჟი“,- აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, გერლიანს კითხვა აქვს გივი თარგამაძესთან: „სოცქსელში რომ ავრცელებდა ინფორმაციას, თუ პოლიტიკური ქულების ჩაწერას არ ცდილობდა, რატომ პოლიციაში არ წავიდა და რატომ დამალა დანაშაული? მას შემდეგ, რაც მის ჩვენებას გავეცანი, გამიჩნდა ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, გივი თარგამაძეს უნდა იყოს კანონს ამოფარებული “კანონიერი ქურდი“, – ამბობს გერლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები