ნოდარ ჯავახიშვილი: სია არსებობს ძალიან კარგი და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია, რადგან ამ საკითხზე კონსულტაციებში არ მონაწილეობს.
„რამდენჯერ უნდა გითხრათ, არა, ბატონო, არ ვიქნები სიაში. ხშირად რომ დამისვამთ ერთი და იგივე კითხვას, გგონიათ, სია შეიცვლება ამით? სია არსებობს ძალიან კარგი და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. თუმცა, გიმეორებთ, რომ ჩემთან კონსულტაციებს სიების თაობაზე არავინ არ გადის, რადგან მე გაცილებით რთული საკითხები მაქვს”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები