ლია კრიალაშვილი პრეზიდენტს – „ვინც გაბედავს და ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოუშვებს, საქართველოში აღარ დაედგომება“

ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს მოკლული გია კრიალაშვილის და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.
„მივმართავ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ვანო მერაბიშვილის გამართლებას შეეცადა – თქვენ თუ დაგავიწყდათ, ვინ იყავით და საიდან მოხვედით, ჩვენ გაგახსენებთ, „ნატვრის ხის“ გმირივით რომ დაყვებოდი ბიძინა ივანიშვილს. იცოდეთ, ვინც გაბედავს და ვანო მერაბიშვილს ციხიდან გამოუშვებს, საქართველოში აღარ დაედგომება, ჩვენ, გამწარებული ხალხი ვაგაგებინებთ ყველას პასუხს!
ბატონო მარგველაშვილო, თქვენ ჩემი კი არა, „ნაციონალების“ პრეზიდენტი ხართ! მე, ლია კრიალაშვილი, გპირდებით, რომ ვიდრე ცოცხალი ვარ, მერაბიშვილს ვადაზე ადრე ვერ გაათავისუფლებენ! ვანო მერაბიშვილო, არც იოცნებო გარეთ გამოსვლაზე, ჩემი ძმის მკვლელობისთვისაც მოგიწევს პასუხისგება!“ – აცხადებს ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ლია კრიალაშვილი კორცხელის ინციდენტსაც ეხმაურება.
„როცა კორცხელში ინციდენტი მოხდა, დასავლეთი, არასამთავრობოები, ბურჭულაძეები და ნანუაშვილები აპროტესტებდნენ. 9 წლის მანძილზე სააკაშვილი ხალხს ქუჩაში რომ ხოცავდა და ციხეში უშვებდა, ხმა არავის ამოუღია. დღეს ლომჯარიები და ხოშტარიები ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან ლგბტ-ების დაცვაში, უჩა ნანუაშვილი კი ბანს აძლევს. ჩვენი ხალხი არ ვართ? ამდენ გამწარებულ, გაუბედურებულ ადამიანს არ გვჭირდება დაცვა?!“ – აცხადებს ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები