ქალს, რომელმაც მეუღლე კლდიდან გადმოაგდო, 30 წელი მიუსაჯეს
22 წლის ამერიკელ ჯორდან ლინ გრემს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან 30 წლის მეუღლეს კლდიდან ხელი ჰკრა.
გრემი 8 დღე იყო გათხოვილი. მან აღიარა, რომ მეუღლეს – კოდი ჯონსონს შტატ მონტანაში გლეიშერის ნაციონალურ პარკში ყოფნის დროს ხელი ჰკრა და კლდიდან გადააგდო. მას მკვლელობის განაჩენი გამოუტანეს. 25 წლის კოდი ჯონსონი გასული წლის 7 ივლისს კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიმტვრა.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ გრემს არაერთხელ უნანია ქორწინება. თავიდან იგი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მეუღლის სიკვდილი შემთხვევით მოხდა, მოგვიანებით კი მან დანაშაული აღიარა. მან სასამართლოს უამბო, რომ უკვე ქორწილიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავი უბედურად იგრძნო. ახლად დაქორწინებულები სასეირნოდ მთებში წავიდნენ, სადაც მათ იკამათეს. როდესაც მეუღლემ მას ხელზე ხელი მოჰკიდა, გოგონა ხელის გაშვებას შეეცადა.
„არ ვფიქრობდი იმაზე, სად ვიმყოფებოდით”, – განაცხადა გრემმა. მომხდარის შემდეგ გრემი სახლში წავიდა და არავისთვის არაფერი არ უთქვამს, რადგანაც ის შეშინებული იყო. კოდი ჯონსონი კი უკვე მეორე დღეს, 8 ივლისს დაკარგულად გამოცხადდა. გრემმა ჩვენება 9 ივლისს მისცა, რომ თითქოსდა, მან მეუღლისგან შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ ის მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წავიდა. გრემის თქმით, ის და მისი მეუღლე ხშირად შლიდნენ ერთმანეთის შეტყობინებებს, ამიტომ მას არ შეუძლია პოლიციისთვის ამ გზავნილების ჩვენება.
კოდი ჯონსონის ოჯახი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. გრემმა კი აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა მეუღლის გარდაცვალებაზე.