ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი – შრომის ბაზრის კვლევაზე: კვლევები აუცილებელი იყო

“აუცილებელია, ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ველოდებოდით”,- ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით გურგენიძის თქმით, კარგია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით სასწავლებლებში შესაბამისი კვოტები განისაზღვრება.

„კვლევები აუცილებელი იყო, შედეგები სახეზე გვაქვს. მინდა გითხრათ ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კარგია, რომ მთავრობამ ეს გააკეთა და ამ კვლევების შესაბამისად იქნება უკვე გამოცხადებული კვოტები“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ – მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის კონკრეტული დეტალები განმარტა. კვლევის მიზანია განისაზღვროს უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები