ლევან ვეფხვაძე: მთავრობისგან არის დაპირება, რომ უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას
“მთავრობისგან არის დაპირება, რომ უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას”,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრის, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვნახეთ, რომ არის სპეციალობები, სადაც არის სიჭარბე, სადაც არის დეფიციტი. ამ დეფიციტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციის ფორმატში ბევრჯერ გვითქვამს, რომ არის ტექნიკური, აგრარული მიმართულებები და ა.შ., სადაც სერიოზული პრობლემა აქვთ კომპანიებს, რომ თავიანთი ბიზნესაქტივობა განავითარონ. ამ შემთხვევაში მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.