ოთხი წელი ომიდან – სოლიდარობის ნიშნად, ევროკომისიის ოფისი უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა და სოლიდარობის ნიშნად, ევროკომისიის შტაბ-ბინა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ბრძოლა ევროპის საერთო ბრძოლაა.

“ჩვენს სათავო ოფისზე უკრაინის ფერები ანათებს, როგორც შეხსენება უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შესახებ, ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ. ეს არამხოლოდ სოლიდარობის სიმბოლოა, არამედ პატივის მიგებაც მათთვის, ვინც სიცოცხლე შესწირა. ასევე, მოწოდება, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევა გავაორმაგოთ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, ევროპის საერთო ღირებულებები, ძალა და ერთგულება არასდროს შეირყევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები