ირანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

ისპაჰანის პროვინციაში, ირანის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ სააგენტო IRNA წერს.

„დღეს დილით, ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის ვერტმფრენი ისპაჰანთან ახლოს, ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. სამწუხაროდ, ორი პილოტი დაიღუპა“, – განუცხადა სააგენტოს ისპაჰანის პროვინციის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მანსურ შიშე ფორუშმა.

როგორც ცნობილია, ვერტმფრენი ქალაქ დორჩე პიაზის ბაზართან ახლოს ჩამოვარდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ასევე დაიღუპა ორი გამყიდველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები