ჯაბა სამუშია: შრომის ბაზრის კვლევა აჩვენებს, თუ რა მიმართულებით აქვს ქვეყანას დეფიციტი და რა მიმართულებითაა ახალი სპეციალობების განვითარება შესაძლებელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია შრომის ბაზრის კვლევას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

სამუშიას თქმით, შრომის ბაზრის კვლევა აჩვენებს, თუ რა მიმართულებით აქვს ქვეყანას დეფიციტი და რა მიმართულებითაა ახალი სპეციალობების განვითარება შესაძლებელი.

„ვფიქრობთ, რომ ასეთი შრომის ბაზრის კვლევა პერმანენტულად, გარკვეული დროის შემდგომ კვლავ უნდა ჩატარდეს, იმიტომ, რომ ეს კვლევა აჩვენებს თუ რა მიმართულებით აქვს ქვეყანას დეფიციტი და რა მიმართულებით არის შესაძლებელი ახალი სპეციალობების
განვითარება“, – განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები