ლევან მახაშვილი – ბრიტანეთის სანქციებზე: ღიმილისმომგვრელია ეს გადაწყვეტილება

“ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას ეხმაურება.

„ღიმილისმომგვრელია ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ თურმე ორივე ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მაშინ როდესაც საერთაშორისო კვლევებით, უკრაინა და მოლდოვა დასახელებულები არიან, როგორც ევროპის ნამდვილად ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ამიტომ აქ შეიძლება გაგვიჩნდეს ის ემოცია, რომ ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს“, – აცხადებს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები