“უკრაინა გამოიყენეს, როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება” – მაჭავარიანი

“სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს, როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.

„სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება. მანამდეც ვიხილეთ ასეთი ტიპის განცხადება პოლონეთის მაღალჩინოსნების, დანიის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ თითქოს უკრაინა მათთვის დროის მოგების საშუალებაა.

სამწუხაროდ ისინი ზუსტად იმავე სცენარს გეგმავდნენ საქართველოსთვისაც. რუსეთისთვის უფრო რთული იქნებოდა ორ ფრონტზე ყოფილიყო გაშლილი საბრძოლო მოქმედებები და აქედან გამომდინარე იყო ის წნეხი და ზეწოლა ჩვენზე, რომ „მეორე ფრონტი“ გაგვეხსნა და უფრო დაგვემძიმებინა რუსეთისთვის მდგომარეობა“, – თქვა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები