თბილისში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა განცხადებით, ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატანსპორტო საშუალების მოძრაობს ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები