პრემიერმა ბათუმში 25 მილიონიანი სასტუმრო კომპლექსი გახსნა

აჭარის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო – “კასტელო მარე” შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განხორციელებული მსხვილი ბიზნესპროექტი, რომელშიც 25-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას.
“ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემოგარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს,” – განაცხადა პრემიერმა.როგორც გახსნის ცერემონიალზე პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული კომპლექსი აჭარის სანაპირო ზოლში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. 
“მინდა ვთქვა, რომ ეს არის მშვენიერი, უნიკალური, სამკურნალო დაწესებულება, რომელიც ქამელეონივით შეერწყა ამ მშვენიერ გარემოს.
ამ კომპლექსზე 25 მილიონზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მეტი ინვესტიციის დაბანდებაა დაგეგმილი. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია. აქ დასაქმდა არაერთი ადგილობრივი რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მისივე თქმით, კიდევ არაერთი პროექტია აჭარაში დაგეგმილი და მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ პროექტების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები