“კანონიერი ქურდების” სია, რომლებმაც საქართველოს საზღვარი 2006-დან 2012 წლამდე გადმოკვეთეს და გადაკვეთეს

2006-დან 2012 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე 12 „კანონიერი ქურდი“ შემოვიდა და გავიდა, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“კვირას” უწყებიდან ე.წ. “კანონიერი ქურდების” სია მიაწოდეს: 1.2008 წ. აპრილი ე.წ. „პაწუა“; 2.2008 წ. თებერვალი ე.წ „თავა“; 3.2011 წ. თებერვალი ე.წ. „გოჩა რუსთავსკი“; 4.2011 წ. დეკემბერი ე.წ. „რამაზა“; 5.2009 წ. ოქტომბერი ე.წ. „ამირან ლანჩხუთსკი“; 6.2008 წლის თებერვალი ე.წ. „ბოქსიორა“; 7. 2009 წლის ივნისი ე.წ. „რამაშკიჩი“; 8. 2010 წლის ივნისი ე.წ. „ბეგო“; 9.2009 წლის სექტემბერი ე.წ. „ძაგუნია“; 10.2009 წლის თებერვალუ ე.წ. „კობა სუხუმსკი“; 11. 2009 წლის მაისი ანთიმოზ ქ.; 12.2012 წლის იანვარი სულხან ჯ.
ცნობისთვის, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი განაცხადა, რომ 2006-12 წლებში საქართველოში შემოსული და გასული „კანონიერი ქურდების“ შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა.
„არაერთხელ გასაჯაროვდა იმ „კანონიერი ქურდების“ სია, რომლებმაც 2006-12 წლამდე სახელმწიფოს საზღვარი გადმოკვეთეს და გადაკვეთეს ოფიციალურად და მათ მიმართ არანაირი ზომები არ გამოიყენეს, არავინ დაუკავებიათ და პირიქით, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები