ზესტაფონში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ, 2 ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

იმერეთში, ზესტაფონში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ერთ მათგანს გაუჩნდა, შემდეგ კი მეორეს გადაედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის ლიკვიდაცია ზესტაფონის და თერჯოლის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა განახორციელეს.
აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი გადახურდა და მას ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაუჩნდა.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები