დავით თევზაძე – მომავალი მოწვევის პარლამენტში უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის მუშაობის საკითხი უნდა დადგეს

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეს ჯარი პოლიტიზებულია და ამან შესაძლოა, არჩევნებზე გარკვეული შედეგიც იქონიოს. თევზაძე მიიჩნევს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად უნდა დადგეს უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის მუშაობის საკითხი.
„ჯარი დღეს პოლიტიზებულია. არ მგონია, რომ ამან რამე შეცვალოს. ჯარის პოლიტიზაცია მოხდა და ეს დაიწყო 2004 წლიდან. არ მგონია, რომ ეს ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს, პოლიტიზებული ჯარი ისე არ იბრძვის, როგორც უნდა იბრძოლოს და ამის ყველაზე მწარე მაგალითი ჩვენ 2008 წელს გვქონდა. თუ კიდევ გავაგრძელებთ ამ ექსპერიმენტს, მაშინ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი საკუთარი შეიარაღებული ძალები უფრო დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ეს სავალალო რეალობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, შესაცვლელია და პირველი, რაც უნდა დადგეს შემდგომი პარლამენტის დღის წესრიგში, ეს არის უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის მუშაობის საკითხი – სხვა პრინციპებზე უნდა აიგოს და უბრალოდ ინტერპრეტაციას კი არ უნდა იძლეოდეს, არამედ ცვლიდეს იმ არქიტექტურას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გნებავთ სამხედრო და გნებათ უსაფრთხოების მოწყობის თვალსაზრისით“,-განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები