დავით თევზაძე – აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება წავა იმაზე, რომ ოთხოზორიას მკვლელი დააპატიმროს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება წავა იმაზე, რომ ოთხოზორიას მკვლელი რეალურად დაისაჯოს, თუმცა, მისივე განცხადებით, ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, რაც ქართულ მხარეს აქვს მკვლელის დასასჯელად, ეს ამ საკითხის საერთაშორისო სივრცეში გატანაა.
„ რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას იმ სივრცეში, რომელზეც მისი იურისდიქცია შეზღუდულია, არ მგონია, რომ ასე საკითხის დასხმა სწორი იყოს, რაც შეუძლია ხელისუფლებას, ის არის, რომ ეს საკითხი საერთაშორისო სივრცეში გადაიტანოს.
ვოლსკიმ თქვა, მგონი, პოლიტიკურად ყველას ყელში გაეჩხირა ეს ფაქტიო, ვფიქრობ, აფხაზეთის ხელისუფლება წავა იმაზე, რომ მისი მკვლელი დააპატიმროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად რუსეთი არ იქნება სხვა ვითარებით კმაყოფილი. ისინი სრულად დაკარგავენ მხარდაჭერას, რომელიც დღესდღეობით გააჩნიათ. იცით, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლება მთლიანად რუსეთის ხარჯზე არსებობს. ისედაც მწვავდება რუსეთსა და ეთნიკურ აფხაზებს შორის ურთიერთობა“,- განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები