25 ივნისს, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს

25 ივნისს, შაბათს, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლებში მხოლოდ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული განაცხადების ჩაბარება 25 ივნისსაც იქნება შესაძლებელი. ყველა მოქალაქეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ ისარგებლა აქციით, იუსტიციის სახლი საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეცვალოს ძველი პირადობის მოწმობა ახლით. აქცია, რომელიც 17 წლიდან მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემას ითვალისწინებს 26 მაისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები