„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ხელფასი 500-მდე დასაქმებულს ეზრდება

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ხელფასი 500-მდე დასაქმებულს ეზრდება“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მედიატორის როლის შემსრულებელმა ლევან ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მხარეების ურთიერთობის არასწორი ფორმა აღმოიფხვრა და ახლა კომუნიკაცია არის სწორი, მხარეები ურთიერთობენ სწორი ფორმით.
”იმ პირებს, რომლებსაც ხელფასი ჰქონდათ 500-დან 1000 ლარამდე, ხელფასი გაეზრდებათ 20%-ით, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ხელფასი ჰქონდათ 1000-დან 1500 ლარამდე – გაეზრდებათ 10%-ით. ასევე გათანაბრდა იმ პირების ხელფასები, რომლებიც სხვებთან შედარებით აკეთებდნენ ზუსტად იგივე საქმიანობას, ჰქონდათ იგივე პასუხისმგებლობა”, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
”ასევე მოხდა კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების აღსრულებისა და მონიტორინგის მუხლი შესაბამის ხელშეკრულებაში”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის თქმით, ხელფასის მატება ეხებათ თანამშრომლებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია უკვე მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ანუ ერთხელ მაინც გაუგრძელდათ კონტრაქტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირის წევრის, ლაშა მესხის განცხადებით, პროფკავშირის წევრების მოთხოვნების ნახევარი ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არის მცირე გამარჯვება. როგორც ლაშა მესხმა განაცხადა, ეს არის იმ ყველაფრის დადასტურება, რომ სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები