გარემოს ეროვნული სააგენტო დარიალის ხეობაში მონიტორინგს ახორციელებს

დარიალის ხეობაში ამ დროისათვის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, უხვი ნალექის შედეგად განვითარდა ღვარცოფული მასა, რამაც გამოიწვია საქართველოს სამხედრო გზის მწყობრიდან გამოსვლა დაახლოებით 800 მეტრის მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ 23 ივნისს სტიქიური პროცესები უხვი ნალექის შედეგად 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიის დროს მდ. დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის დაძვრამ განაპირობა, წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მასამ მდ. თერგის შესართავამდე მიაღწია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ივნისის დასაწყისიდან მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს ხეობაში, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს შესაძლო საფრთხის შესახებ და დაუყოვნებლივ მოხდა საავტომობილო გზის ჩაკეტვა და მოქალაქეთა ევაკუაცია.
პრევენციული ქმედებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული ადამიანთა მსხვერპლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დარიალის ხეობაში იმყოფებიან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მუდმივი მონიტორინგი გრძელდება.
სპეციალისტებმა ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდ.დევდორაკის კალაპოტი. სპეციალისტების მიერ ამალი-დევდორაკის ხეობის პროცესებზე მუდმივი დაკვირვება რისკების შემდგომი პრევენციისათვის კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები