გიორგი კვირიკაშვილი: რაგბს საქართველოს მთავრობის დიდი მხარდაჭერა აქვს

„რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა. რაგბს დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიროგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში“, რაგბის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ – მინისტრის განმარტებით, საქართველოში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ხელშეწყობით, რაგბის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა აშენდა. მისი თქმით, ამ საქმეში ფონდ „ქართუს“ წვლილი მნიშვნელოვანია, აშენდა 16 სტადიონი და 85 მილიონის დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ეს არის ძალიან შთამბეჭდავი. საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. ყველაზე დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ რაგბისტებს, რომლებმაც ურთულეს პირობებში, ურთულეს წლებში შეძლეს, დაეცვათ საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით. მინდა, სიამოვნებით აღვნიშნო გასული წლის გაეროს გენერალური ანსამბლეა ნიუ-იორკში, სადაც იგრძნობოდა მხარდაჭერა საქართველოსადმი, პატარა ქვეყნებისგან. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო რაგბის ქვეყანა გახდა“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წელს, რაგბში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და საქართველოს მთავრობა მზად არის, ჩემპიონატს მხარი დაუჭიროს. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ რაგბისტებს ფიჯისთან გამარჯვება მიულოცა და მათ სრულ მხარდაჭერას დაპირდა. რაგბის ასამბლეის ფარგლებში საქართველოს 40-მდე ქვეყნის 75 დელეგატი სტუმრობს. ღონისძიებას რაგბის ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ოქტავიან მორარიუც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები