თბილისში, ფონიჭალის მიმდებარედ ხანძარია (ვიდეო)
თბილისში, ფონიჭალის მიმდებარედ ხანძარია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიასთან ბალახს უკიდია.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.