გეოლოგი: დევდორაკის მყინვარსა და მყინვარწვერზე ახალი ღვარცოფული მასის მოწყვეტის ნიშნები არ არის

დევდორაკის მყინვარსა და მყინვარწვერზე ახალი ღვარცოფული მასის მოწყვეტის ნიშნები არ არის,-აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვის სააგენტოს გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა გააკეთა.
როგორც გეოლოგმა განმარტა, გარეოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამ დრომდე იმყოფებიან დევდორაკის მყინვარზე და 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს, რათა რაიმე საშიშროების შემთხვევაში ქვედა ზონაში მყოფ სპეციალისტებს სიგნალი დროულად მიაწოდონ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები