დიმიტრი ქუმსიშვილი: დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დასჭირდება

დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დასჭირდება, – ამის შესახებ ვარაუდი ეკონომიკისა და მდგრადი განიტარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოთქვა.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.
,,რესურსები, რა თქმა უნდა, მობილიზებულია. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული გვაქვს. გუშინდელი ინფორმაციით, რაც მაქვს, ჩვენ დაგვჭირდება სადღაც 10 დღე, 2 კვირა იმისთვის, რომ ჩაწყვეტილი გზა აღვადგინოთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დევდორაკის მყინვარის ძირში, დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე, გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები