“კანონიერი ქურდი”: მოვისმინე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ საქართველოში არჩევნებამდე საბოტაჟების მოწყობას გეგმავენ

როცა ადამიანს დეპორტაციას უკეთებენ, უნდა იყოს წარდგენილი მეორე ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა, – აღნიშნული განცხადება ე.წ. კანონიერმა ქურდმა დავით გერლიანმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
ამასთან, მისივე თქმით, უკრაინაში დაკავების შემდეგ მან ოდესის პოლიციის უფროსის საუბარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნებამდე ე.წ. კანონიერი ქურდების გამოშვებით საბოტაჟის მოწყობას აპირებენ.
“როცა ადამიანს დეპორტაციას უკეთებენ, უნდა იყოს წარდგენილი მეორე ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. მე გამიტაცეს რესტორნიდან და ჩამსვეს თვითმფრინავში. მაინტერესებს, თუ გივი თარგამაძემ იცოდა, რომ მე დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს თუნდაც პოლიციას. მგონი ეს მსუბუქი დანაშაულია, რომელიც მან ჩაიდინა. გარდა ამისა, სანამ თვითმფრინავში ჩამსვამდნენ, გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე, 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი. მინდა ვთქვა, რომ ასეთ ადამიანებთან საქართველოს მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა დავით გერლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები