„შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ყველა მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე იმუშავებს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უმაღლესი განათლების შესახებ ახალ კანონში არა მხოლოდ რომელიმე ჯგუფის, არამედ მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ყველა მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე იმუშავებს.
“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც „აუდიტორია 115“-თან, ასევე თსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობებთან. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პროცესი კონფლიქტის ფორმატიდან სამუშაო რეჟიმში გადავიდეს. მოხარული ვარ საქართველოს მთავრობის მიდგომით, რომ შეიქმნას პლატფორმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის დახვეწაზე იმუშავებს. აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ რთული პროცესია თუმცა, კანონზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები