„მაგდა პაპიძემ შვილს სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა, ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა“

მაგდა პაპიძემ შვილს სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა, ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა, – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის მთავარმა გამომძიებელმა ნუგზარ ნათელაშვილმა განაცხადა.
გამომძიებელმა ის ჩანაწერიც გაიხსენა, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, მაგდა პაპიძეს ეკუთვნის.
“თუ ბავშვის გაჩერება გინდა, მხოლოდ პირზე ხელის აფარება საკმარისია, ხოლო თუ განზრახ მკვლელობა გაქვს დაგეგმილი – პირზე და ცხვირზე უნდა ააფარო ხელი. პაპიძემ ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა, ამას შედეგად რა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს განზრახვა იყო. მანამდეც, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეწერა – მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს, გადავაფარო “სიდენიებს” პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ. ამასთან, შვილი დასთან, ლანა პაპიძესთან შეეძლო დაეტოვებინა”, – განაცხადა ნუგზარ ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები