შსს-ს მესაზღვრეებმა სასწავლო-საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში ორ კვირიანი სასწავლო-საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.
სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა საბრძოლო კურსის ფარგლებში ჩატარდა.
სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების N3 (წითელი ხიდი) და N6 (ბარისახო) სამმართველოს თანამშრომლებმა.
სასწავლო კურსი მოიცავდა სამედიცინო, ტაქტიკურ, საცეცხლე და საინჟინრო მომზადებას და სამხედრო ტოპოგრაფიას. სწავლება 18 ივნისს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები