საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელეს.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მახათას მთის მიმდებარედ არსებული პანთეონის სახელდების საკითხი განიხილეს, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე სამუშაო ვერსია წარმოადგინეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კომისიის წევრებს საკითხის, მისი შემდგომი შესწავლის მიზნით, გადადება შესთავაზა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე კი პანთეონის სახელდების თაობაზე საზოგადოების აზრის შესწავლისა და ამასთან, სამეცნიერო წრეების დამოკიდებულების გათვალისწინების ინიციატივით გამოვიდა.
კომისიის წევრების ერთიანი გადაწყვეტილებით, დეპუტატები შესაბამის უწყებებთან ერთად პანთეონის სახელდების საკითხს დამატებით ერთი კვირის მანძილზე შეისწავლიან და საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ორი კომისიის – სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღებენ. სხდომას კომისიების წევრებთან ერთად მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონის დირექტორი მარინა დავითაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები