უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა
უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ცნობით, შედანია “აზოვის” პოლკის მებრძოლი იყო.
გავრცელებული ინფორმაციითვე, მას საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
შედანია უკრაინის მოქალაქე იყო.