“პლასტმასის წარმოება ბოლო საუკუნეში მკვეთრად გაიზარდა – ზოგისთვის ის სასწაულმოქმედი პროდუქტია, ზოგისთვის კი დაბინძურების კოშმარი”,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
2022 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ, შეემუშავებინათ იურიდიულად სავალდებულო გლობალური ხელშეკრულება, რათა შეემცირებინათ ნარჩენები და მავნე ქიმიკატები, რომლებსაც ზოგიერთი პლასტმასი შეიცავს, თუმცა ორი წლის შემდეგ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამ ეტაპისთვის, გაერო-ს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ გლობალური შეთანხმების მიღებაზე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მას აქტივისტები „პლასტმასაზე პარიზის შეთანხმებას“ უწოდებენ.
შეთანხმების მიზანია, ოკეანეებში, ნიადაგსა და ჰაერში პლასტმასის დაბინძურების შემცირება, თუმცა ქვეყნები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მიზნებსა და მეთოდებში: განვითარებული სახელმწიფოები, მათ შორის ევროკავშირის წევრები და კენია, შეთანხმების სამართლებრივ სავალდებულო ხასიათს ემხრობიან, ხოლო ნავთობმწარმოებელი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, რუსეთი და ირანი, წინააღმდეგობას უწევენ მკაცრ რეგულაციებს.
განსაკუთრებული გავლენა იგრძნობა აშშ-ის მხრიდანაც – პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გადადგა ნაბიჯები გარემოს დაცვის სტანდარტების შესუსტებისკენ და შეამცირა გარკვეული პლასტმასის მოხმარების შეზღუდვების მხარდაჭერა.
შეთანხმების მიღება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. გარემოსდაცვითი ჯგუფები პროცესს აკვირდებიან, იმ იმედით, რომ მსოფლიო ძლიერი, რეალური მოქმედებით უპასუხებს პლასტმასის კრიზისს, რომელიც ყოველწლიურად ასობით მილიონ ტონა ნარჩენს წარმოქმნის.