თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე, შეფერხებაა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე, მატარებლის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
როგორც “კვირას“ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მატარებელი, რომელსაც მგზავრები უნდა გადაეყვანა, დაზიანდა და ხაზზე სათადარიგო მატარებლის შეყვანის პროცედურა მიმდინარეობს.
“საბურთალოს ხაზზე დაზიანდა ერთი მოძრავი შემადგენლობა, მის ჩიხში გადაყვანას დრო დასჭირდა. ასევე დრო სჭირდება ხაზზე სათადარიგო მატარებლის შეყვანას, მოძრაობა უახლოეს წუთებში აღდება“, – განუცხადეს “კვირას“ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ამასთან, როგორც “კვირას” თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ექიმების ბრიგადა, თუმცა მათი დახმარება მგზავრებს არ დასჭირვებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები