დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილს რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება ნდომოდა, საკუთარს არ გააუქმებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჩარევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ივანიშვილი ტელეკომპანიების მართვაში არ ერევა.
ხუნდაძის თქმით, ივანიშვილს რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება ნდომოდა, საკუთარს არ გააუქმებდა.
„სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და მისი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს დამოუკიდებელი. მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ტელევიზიას, აქ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. მით უმეტეს, როდესაც ეს არის ქონებრივი დავა. ბიძინა ივანიშვილს რომ ნდომებოდა ტელევიზიის ხელში ჩაგდება, საკუთარს არ გააუქმებდა. ბიძინა ივანიშვილი არ ერევა ტელევიზიების მართვაში. ეს არის კომერციული სტრუქტურა, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ტელევიზიები მეტად ობიექტურები იყვნენ, ინფორმატიულები და აშუქებდნენ როგორც ნეგატივს, ასევე პოზიტივს“,- განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები