შს მინისტრი დავით გერლიანის საქმეზე: ყველასათვის ნათელია, რომ ეს ოდესელების პროვოკაცია იყო

ყველასათვის ნათელია, რომ ეს ოდესელების პროვოკაცია იყო,-აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ე. წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრის თქმით, გარემოებები ობიექტურად უნდა შეფასდეს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, გერლიანი იქნებოდა გამოძევებული, თუ დეპორტირებული, უკრაინულ მხარე ვალდებული იყო და უნდა შეეტყობინებინა ქართული მხარისთვის. გერლიანის საქმე წმინდა წყლის პროვოკაცია იყო ოდესელებისგან. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის დღესავით ნათელია, მაგრამ არა უშავს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. გარემოებები ობიექტურად უნდა შეფასდეს.
ეს იყო პროვოკაცია. და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. უკრიანული მხარე ვალდებული იყო, ეცნობინა ქართული მხარისთვის”, – განაცხადა გიორგი მრებრიშვილმა.
მისივე თქმით, არაერთხელ გასაჯაროვდა იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობა, ვინც 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და დატოვეს.
„მათ მიმართ არანაირი ზომები არ იქნა გამოყენებული, არავინ დაუკავებიათ, პირიქით, თავისუფად გადაადგილდებოდნენ. გერლიანთან დაკავშირებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, არ იყო ძებნა გამოცხადებული. ეს ოდესელების პროვოკაცია იყო. საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა ის ორ დღეში დააკავეს, გაირკვა მისი ადგილსამყოფელი და იმის მიუხედავად, რომ მიმალვას ცდილობდა, ჩვენ ის დავაკავეთ”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები