“კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული”

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განუცხადა.
როგორც გიორგი ბადაშვილმა აღნიშნა, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით წელიწადი და ათი თვე მიმდინარეობდა.
„გამოძიებამ დადო შედეგები, რომლებიც გუშინ გასაჯაროვდა, თქვენ ყველამ მოისმინეთ, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებეზე, რომლებიც პროკურატურამ შეკრიბა. შესაბამისად, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები