სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ნატოს გენერალურ მდივანს მიმართავენ

დღეს, 23 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ნატოს გენერალურ მდივანს ღია წერილით მიმართავენ.
როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა განუცხადეს,
“ღია წერილში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი ხედვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სტრატეგიის შესახებ და ასევე ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო გზის გამოკვეთა.
საკონტაქტო პირი: მერი ბინიაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი: 599 17 00 13, ან 599 17 00 13.”- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები