დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მომავალი პარლამენტი განიხილავს
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ვარაუდით, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მომავალი პარლამენტი განიხილავს.
დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ ფონდს სჭირდება არა მხოლოდ სტრუქტურული, არამედ შინაარსობრივი რეორგანიზაცია.
”მე ბევრს ვსაუბრობდი ასეთი ტიპის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღესაც მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეორგანიზაცია ფონდს სჭირდება არა მხოლოდ სტრუქტურული, არამედ შინაარსობრივი, რათა ის უფრო დაემსგავსოს განვითარების იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აშშ-ში, ევროპასა და აზიაშია მიღებული. ამას სჭირდება სერიოზული საკანონმდებლო ბაზა, უნდა შეიქმნას სპეციალური კანონი.
მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის საინვესტიციო ჯგუფს, ფრანკფურტის ბიზნესსკოლას, რომლებმაც შეიმუშავეს ეს კონცეფცია, თუმცა ალბათ, დღევანდელ პირობებში პარლამენტში რთული იქნება ამ საკითხზე მუშაობა, რადგან საკმაოდ სერიოზული საკომიტეტო მოსმენები და განხილვები სჭირდება, ასევე სჭირდება კანონს სამი მოსმენით მიღება. ალბათ, ეს ყველაფერი მომავალი პარლამენტის პირობებში დაიწყება”, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.