მანანა ნაჭყებია – „ახალი მემარჯვენეები“ საარჩევნო პერიოდში ეთიკის შესახებ ქარტიას ხელს არ მოაწერენ

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ 4 წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეცვლილიყო. ნაჭყებიას განცხადებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც“ ახალი მემარჯვენეები“ არ აპირებენ საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ ქარტიისთვის ხელის მოწერას.
„არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა, რომელიც მათი პირდაპირი სამიზნე იყო. ისინი ამბობდნენ, რომ მაჟორიტარული სისტემა უვარგისი იყო და ამას დღესაც არ უარყოფენ, რომ ეს სისტემა შესაცვლელია, თუმცა ამბობენ, რომ აი ახლა გავიმარჯვებთ და 2020-ში შევცვალოთო. მათ არ შეცვალეს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. არ შეცვალეს უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
დაახლოებით 3-4 თვის წინ, კოალიციის ოფიციალურად დაშლამდე, იქ შემავალი სუბიექტების პოზიცია იყო, რომ არანაირი ცვლილება უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით კანონმდებლობას არ სჭირდებოდა. სწორია და არ ვაპირებთ, ეს შევცვალოთო, თუმცა როგორც კი კოალიცია დაიშალა და მასში შემავალი სუბიექტები უფასო სარეკლამო დროის გარეშე დარჩნენ, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ მოახდინეს მათი ძალების მობილიზება და შეცვალეს ეს კანონმდებლობა, თუმცა შეცვალეს მხოლოდ თავიანთი თავის სასარგებლოდ. პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური უზნეობაა, როდესაც ხედავ, რომ შენს ხელშია ძალაუფლება, ხმებიც და აკეთებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ინტერესებს შეეხო ეს საკითხი. არაფერი შეცვლილა საარჩევნო სიების თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ მამუკა კაციტაძის სია, რომელიც იყო ლამის პოლიტიკურ მტრად გამოცხადებული, დღეს თურმე ძალიან ნორმალური, ადეკვატურია და შეესაბამება ამომრჩეველთა რაოდენობას. ეს არის იმის წინაპირობა, რომ არ ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ ქარტიას. ადამიანი ან არის კულტურული, ან არა, ან არის პოლიტიკურად მომწიფებული, ან არ არის, მე არ მგონია, რომ ხელმოწერამ ვინმე შეცვალოს და პოლიტიკური ნების გარეშე, მხოლოდ ხელმოწერით შეიცვალოს“,-განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები