რუმინეთში გენერალი გარდაიცვალა, რომელმაც პრეზიდენტ ჩაუშესკუს დახვრეტის ბრძანება გასცა

რუმინეთში გადამდგარი გენერალი ვიქტორ სტენკულესკუ გარდაიცვალა, რომელმაც 1989 წელს სამხედრო ტრიბუნალზე რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი მეუღლე გაასამართლა და მათ დახვრეტა მიუსაჯა.
ვიქტორ სტენკულესკუ 89 წლის ასაკში მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა, სადაც რამდენიმე დღის წინ ინფარქტი გადაიტანა.
1989 წელს ბუქარესტში მომხდარი აჯანყების შემდეგ გენერალი რუმინეთის თავდაცვის მინისტრი იყო. სწორედ მან დანიშნა სამხედრო ტრიბუნალი ჩაუშესკუზე და მის მეუღლეზე. ისინი „საკუთარი ხალხის გენოციდში“ დამნაშავეებად ცნეს და 25 დეკემბერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იმავე დღეს ჩაუშესკუ და მისი მეუღლე დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები