ოთარ ბერძენიშვილი: მაგდა პაპიძისნაირ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილი ამბობს, რომ მასთან დაახლოების ინიციატივა მაგდა პაპიძემ გამოიჩინა. ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა, გაზეთი “კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, პაპიძე მას სისტემატურად წერდა სასიყვარულო შეტყობინებებს და შეხვედრის სურვილსაც ის გამოთქვამდა.
„თბილისში მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. ძირითად დროს უბანში ვატარებ, რადგან ამჟამად არ ვმუშაობ. ჩემს უბანში მცხოვრებ ომარ ქაფიაშვილს ბავშვობიდან ვიცნობდი. ტოლები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ… მაგრამ, პაპიძე 2015 წლის ოქტომბერში გავიცანი. იგი ჩვენს უბანში ბენზინგასამართ სადგურ „ლუკოილის“ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. სამ დღეში ერთხელ იყო „სმენაში“… მალევე მაგდას შევატყვე, რომ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და სიმპათიით განეწყო. მწერდა მესიჯებს, ერთხელაც შემომთავაზა, ჩაი ერთად დავლიოთო. ვამჩნევდი ჩემდამი ლტოლვა ჰქონდა, ერთხელაც მანქანით გასეირნება შემომთავაზა, წავიყვანე და… სისტემატურად მწერდა მესიჯებს, რომ მე ვიყავი მისი და ჩემთან თავს ბედნიერად გრძნობდა. როცა მორიგე იყო, ვაკითხავდი, მიმყავდა მანქანით და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. ღამე, მუშაობის დროს როცა გამომყავდა, მაღაზიას უტოვებდა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს… მას ისე ვუყურებდი, როგორც რიგით ქალს. სხვანაირი გრძნობა არ მქონია. დამირეკავდა, მთხოვდა შეხვედრას, თუ მეცალა, ვხვდებოდი. მაგდასთვის არასოდეს მითქვამს, რომ მასთან ვაპირებდი ახლო ურთიერთობის დამყარებას. მისნაირი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი“, -აცხადებს ოთარ ბერძენიშვილი ჩვენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები